2022-04-14 13:32:46, 4037 ნახვა
კულტურა/ აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების გზამკვლევი მომზადდება
აჭარაში ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი მომზადდება.- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „აჭარა განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია თავისი ავთენტურობით, იმ არამატერიალური კულტურული ღირებულებებით და წეს-ჩვეულებებით, რომელიც განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ შემოინახა ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი არაერთი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც ქართველი ხალხის სამეურნეო საქმიანობას, სულიერ კულტურას, საზოგადოებრივ და საოჯახო ყოფას, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. ტრადიციები ხასიათდებიან მდგრადობით, სიცოცხლისუნარიანობით და ინახავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას აჭარის ეთნიკური თავისებურებების, აქაურთა ხასიათის, თვითმყოფადობის, კულტურული იდენტობის შესახებ. აღნიშნული გზამკვლევის მიზანი ამ ტრადიციების ასახვა და პოპულარიზაციაა, რადგან სწორედ მათში ვლინდება ეთნოსის უნივერსალობა. მართალია ხალხურმა ტრადიციებმა და რიტუალებმა განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დღესაც მეტად აქტუალურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევი წლის ბოლოსთვის მომზადდება და მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალებსა და ტრადიციებს დაეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის მომსახურების სფეროში დაინტერესებული პირებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის” , - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-07 21:49:35 Bloomberg - რუსეთი უკრაინაში დროებითი ზავის განხილვისთვის მზად არის 2025-03-07 15:37:45 უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა 2025-03-07 14:27:05 მარია ზახაროვა - ცეცხლის დროებით შეწყვეტა რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია 2025-03-07 13:03:02 The Guardian - გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს 2025-03-07 10:50:13 რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() |