2024-08-15 22:41:32, 10887 ნახვა
High - Tech/ მეტამ წაშალა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელის 76 ექაუნთი
მეტამ ამ სოციალური ქსელების პოლიტიკის დარღვევის გამო წაშალა 76 Facebook ექაუნთი, 30 Facebook გვერდი და 11 Instagram ანგარიში. მეტას ინფორმაციით, ეს გვერდები მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს და აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს. ქსელი მოქმედებდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ფეისბუქის ყალბი გვერდები ახალი ამბებისკენ იყო ორიენტირებული და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. რუსეთი ასევე იყენებდა YouTube-ის, Telegram-ისა და TikTok-ის გვერდებს და ჯამში 77 000 დოლარი დახარჯა რეკლამაში, იტყობინება Meta. მეტას გამოძიებას პატიოსანი არჩევნების მიერ მოძიებული და მოწოდებული ინფორმაცია დაეხმარა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |