2024-12-19 14:51:45, 492 ნახვა
რეგიონი/ ბესიკ ამირანაშვილმა დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, დაბა ასპინძაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დაბაში დასრულდა მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქუჩაზე კი ახალი სპორტული სივრცე მოეწყო. „პროექტის ფარგლებში მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, კარ- ფანჯრები, ახალი კიბე, შეიცვალა ელექტრო სისტემა და მოპირკეთდა ეზო. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. რაც შეეხება გურამიშვილის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს - აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი-სტადიონი, დამონტაჟდა ტრენაჟორები და მოეწყო საბავშვო სივრცე. პროექტები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-07 21:49:35 Bloomberg - რუსეთი უკრაინაში დროებითი ზავის განხილვისთვის მზად არის 2025-03-07 15:37:45 უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა 2025-03-07 14:27:05 მარია ზახაროვა - ცეცხლის დროებით შეწყვეტა რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია 2025-03-07 13:03:02 The Guardian - გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს 2025-03-07 10:50:13 რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() |