2024-12-22 15:39:20, 10637 ნახვა
სპეციალური ანონსი/ დღეს, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირიდან ხალხს მიმართავს
დღეს, 22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მივა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა გუშინ, 21 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, 21:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან ხალხს მიმართავს. შეგახსენებთ, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |