|
2024-12-25 08:59:37, 45319 ნახვა
სპეციალური ანონსი/ თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება
დღეს, 25 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება. უწყვეტი პროტესტის 28-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება. გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს: 13:00 საათი - გაფიცვა 17:00 საათი - ქალთა მარში საქართველოსთვის. თბილისი - ფილარმონიიდან პარლამენტამდე; ქუთაისი - გაბრიაძის თეატრიდან პარლამენტამდე; ბათუმი - 6 მაისის პარკიდან ევროპის მოედნამდე 18:00 საათი - ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მარში. თსუ-ის II კორპუსი 18:00 საათი - ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა მარში. თსუ-ის I კორპუსი 18:00 საათი - სადაზღვევო ინდუსტრიის მარში. ვაკის პარკი 18:00 საათი - შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის მარში. თსუ-ის II კორპუსი 19:00 საათი - ერთიანობის მარში. პირველი რესპუბლიკის მოედანი 19:00 საათი - ფინანსისტების, ბანკირების და ბუღალტრების მარში. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე 19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან 19:00 საათი - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68 20:00 საათი - მასწავლებელთა მარში. განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე 20:00 საათი - მარში და ღამისთევა კინოსა და თეატრის სტუდენტების მხარდასაჭერად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსი თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

