|
2024-12-26 08:57:51, 45009 ნახვა
სპეციალური ანონსი/ თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება
დღეს, 26 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება. უწყვეტი პროტესტის 29-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება. გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს: 13:00 საათი - გაფიცვა 16:00 საათი - მარკეტერების, დიზაინერების, PR სპეციალისტების, შემოქმედებითი ინდუსტრიის მსვლელობა. ძველი სპორტის სასახლე 17:00 საათი - ვერ ჩაახშობ! - აუდიო პროფესიონალების ხმა საქართველოსთვის. ვაკის პარკი 18:00 საათი - ქართველი გერმანისტები ევროპული მომავლისთვის. თსუ-ის I კორპუსი 18:00 საათი - სომხური და აზერბაიჯანული მარშები. სომხების მარში - ავლაბრის მეტროდან პარლამენტამდე აზერბაიჯანელების მარში - ჰეიდარ ალიევის პარკიდან (აბანოთუბანი) პარლამენტამდე 19:00 საათი - სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ! პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე 19:00 საათი - პირველი ექსპერიმენტული სკოლის მარში. თსუ-ის I კორპუსი 19:00 საათი - პირველი კლასიკური გიმნაზიის მარში. თსუ-ის I კორპუსი 19:00 საათი - მეექვსე სკოლელების მარში. ფილარმონიიდან პარლამენტამდე 19:00 საათი - ბათუმელების მსვლელობა თბილისში. ბუკიას ბაღი 19:00 საათი - ყოველდღიური აქცია პარლამენტთან 19:00 საათი - დღის ეთერი ხალხს! საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, კოსტავას 68 20:00 საათი - სასულიერო პირების შვილების მარში. ევროპის მოედანი თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-06-02 19:59:48 ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს 2026-06-02 09:20:48 რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა 2026-05-27 14:22:47 უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა 2026-05-27 12:07:34 დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს 2026-05-24 16:39:21 ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

