2025-01-27 11:34:10, 1149 ნახვა
ეკონომიკა/ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 მილიარდზე მეტია
არსებული მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390 (22 მილიარდი) რაც მთლიანი მთავრობის ვალის 72%-ია. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლების და ფინანსური აქტივების კლების და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა გამოაქვეყნა სადაც გაწერილია საქართველოს საგარეო ვალი 2024 წლისთვის. აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 21.5 წელს, საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 9.6 წელს, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 3.18%-ს. სულ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390
დოკუმენტში "მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი 2023-2033 წლებისთვის" ვკითხულობთ რომ ვალის შეფასებისას განხილული ყველა სცენარის მიხედვით მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში იზრდება, მაგრამ დაშვებული შოკის ნეიტრალიზებასთან ერთად იწყებს კლებას. აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის გამო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის და შესაბამისად გაზრდილი ფინანსური საჭიროებების შედეგად მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობამ 2020 წლის ბოლოს მდგომარეობით მიაღწია კრიტიკულ დონეს მაგრამ 2022 წლის ბოლოს ვალის მშპ-თან ფარდობა შემცირდა 39.5%-მდე, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მისი 38.2 პროცენტამდე შემცირება. დამატებითი შოკების მოხდენის გარეშე, ვალის მშპ-თან ფარდობა შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს კლებად ტენდენციას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-07 15:37:45 უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა 2025-03-07 14:27:05 მარია ზახაროვა - ცეცხლის დროებით შეწყვეტა რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია 2025-03-07 13:03:02 The Guardian - გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს 2025-03-07 10:50:13 რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე 2025-03-07 09:45:18 რუსეთის ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() |