2025-01-29 10:59:45, 235 ნახვა
კორონავირუსი/ ვლადიმერ პუტინი - მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია
მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო, მას [ზელენსკის] რაიმეზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. მაგრამ თუ მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ მე დავნიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება. „ეს სერიოზული საკითხია, რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მაგრამ დოკუმენტებზე ხელმოწერის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ იურისტებმა იმ ადამიანების ლეგიტიმურობა დაადასტურონ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფოს მიერ შეთანხმებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება ექნებათ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-07 21:49:35 Bloomberg - რუსეთი უკრაინაში დროებითი ზავის განხილვისთვის მზად არის 2025-03-07 15:37:45 უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა 2025-03-07 14:27:05 მარია ზახაროვა - ცეცხლის დროებით შეწყვეტა რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია 2025-03-07 13:03:02 The Guardian - გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს 2025-03-07 10:50:13 რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() |