2025-01-30 13:04:33, 159 ნახვა
სამართალი/ სასამართლომ დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი, რომლებსაც ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან, პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული, შსს-ს კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული 23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა. დაკავებულები ბრალს აღიარებენ. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შეთანხმებით პროკურატუტურას მიმართა, თუმცა პროკურორს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. პოლიციამ დანიელ მუმლაძე 9 დეკემბერს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-03-07 15:37:45 უკრაინელებს შორის ვოლოდიმირ ზელენკისადმი ნდობა 68%-მდე გაიზარდა 2025-03-07 14:27:05 მარია ზახაროვა - ცეცხლის დროებით შეწყვეტა რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია 2025-03-07 13:03:02 The Guardian - გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას გააგრძელებს 2025-03-07 10:50:13 რუსეთმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე 2025-03-07 09:45:18 რუსეთის ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
როგორ გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან - TI-ს მონაცემები
დღის თემა
![]() |