2025-06-05 09:52:41, 847 ნახვა
კორონავირუსი/ რუსებმა ჩერნიგოვს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 5 ადამიანი
რუსებმა უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე დრონებით შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი და ერთი წლის ბავშვი, რომლებიც ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, - განაცხადა ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა. მისივე თქმით, დაჭრილია 6 ადამიანი რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან ჰოსპიტალიზებული, სადაც ისინი ყველა საჭირო დახმარებას იღებენ. ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, თავდასხმის ადგილებში პოლიცია, მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-16 10:19:22 თავდასხმა ვინიცაზე: დაჭრილების რაოდენობა გაიზარდა 2025-07-15 09:42:05 გერმანია აშშ-სგან უკრაინისთვის ორ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიძენს 2025-07-14 10:29:52 ტრამპი მოსკოვამდე მიღწევად რაკეტების უკრაინაში გადაცემის შესახებ განაცხადებს - Axios: 2025-07-12 13:41:51 უკრაინის შეიარაღებული ძალები გერმანიისგან დაფინანსებულ შორი მოქმედების რაკეტებს ივლისის ბოლომდე მიიღებს 2025-07-12 11:04:39 ზელენსკი- აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აღადგენს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
დღის თემა
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |