06:03 - 14 Jun, 2025
2025-06-11 16:38:53, 362 ნახვა

სამართალი/
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

სასამართლო სხდომას ასევე ბრალდებული ექიმიც ესწრება.

ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics