2025-06-11 20:54:02, 281 ნახვა
სამართალი/ საქალაქო სასამართლოში ტელეწამყვანი ვიკა ბუკიაც დაიბარეს
ტელეწამყვან ვიკა ბუკიას განცხადებით, დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის „მონას“ დაძახების გამო სასამართლოში დაიბარეს. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სხდომა 12 ივნისს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. „კი, მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა?“, - წერს ვიკა ბუკია და დასძენს, რომ საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს. მანამდე, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ ისიც არის დაბარებული სასამართლოში. როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუკზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |