2025-06-11 21:16:01, 574 ნახვა
მსოფლიო/ ზელენსკი - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში “უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა” სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაანონსებული მე-18 პაკეტი “შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, განსაკუთრებით რუსული ნავთობტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ”. “ნავთობზე 45 დოლარის “ჭერი” უკეთესია, ვიდრე 60, ეს გასაგებია, ეს სიმართლეა. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა ნავთობზე 30 დოლარის ჭერთან ერთად მოვა. ეს ის დონეა, რომელიც ნამდვილად შეცვლის მოსკოვში აზროვნების წესს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის პროექტი რუსულ ნავთობზე “ჭერის” 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე დაწევას ითვალისწინებდა, ისევე როგორც რუსული ბანკების წინააღმდეგ არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის “სრულ სატრანზაქციო აკრძალვად” გადაქცევა და მისი დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-24 10:55:58 ტრამპის ულტიმატუმის გამო უკრაინა და რუსეთი მშვიდობას ვერ მიუახლოვდნენ-WSJ: 2025-07-24 09:45:22 ჩინეთი რუსეთს საიდუმლოდ ამარაგებს უპილოტო საფრენი აპარატების ძრავებით, მაცივრების ეტიკეტის ქვეშ. 2025-07-24 09:23:48 რუსებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონულ ცენტრს შეუტიეს, არიან მსხვერპლი 2025-07-24 09:19:41 რუსეთის ქალაქ სოჭზე დრონების თავდასხმა მოხდა 2025-07-24 09:15:26 სტამბოლში კიდევ ერთი მასშტაბური პატიმრების გაცვლა შეთანხმდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |