2025-06-12 09:55:44, 109 ნახვა
მსოფლიო/
მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს
მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამერიკელი ხალხის სახელით, მსურს, რუს ხალხს რუსეთის დღე მივულოცო. ამერიკის შეერთებული შტატები ნათელი მომავლისკენ რუსი ხალხის მისწრაფებებს მხარს უჭერს“, - აცხადებს მარკო რუბიო.
მისი თქმით, „რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, აშშ-ს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთქმედების სურვილი აქვს“.
„ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების დამყარებას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,