2025-06-12 14:49:24, 422 ნახვა
პოლიტიკა თინა ბოკუჩავა კიტ კელოგს და ბენჟამინ ჰადადს შეხვდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ტრამპის პირად წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპულ საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც ტრამპის პირადი წარმომადგენელია უკრაინაში და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე, ვესაუბრეთ ბენჟამინ ჰადადს, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-12 13:41:51 უკრაინის შეიარაღებული ძალები გერმანიისგან დაფინანსებულ შორი მოქმედების რაკეტებს ივლისის ბოლომდე მიიღებს 2025-07-12 11:04:39 ზელენსკი- აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აღადგენს 2025-07-11 11:59:31 რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად დაზიანდა სამშობიარო 2025-07-10 23:28:51 უკრაინის აღდგენა: ევროპელი ლიდერები ინვესტიციებისკენ მოუწოდებენ 2025-07-10 08:37:14 კიევზე თავდასხმა: დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი მკვეთრად იზრდება ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |