2025-06-12 16:16:07, 59 ნახვა
სამართალი/ სასამართლოში მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს - სასამართლო პროცესს სალომე ზურაბიშვილი ესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, ამასთან, ბრალდებული მათე დევიძე საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნული საკითხების გავლის შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა. სასამართლოს როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე, დიდი ოდენობით არიან სამართალდამცავები მობილიზებული. მათე დევიძის საქმეში დაზარალებულის სტატუსი სამ პოლიციელს - ბიძინა ჟამერაშვილს, ლევან კოდალაშვილს და გიორგი ესტატიშვილს აქვს. კერძოდ კი, პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა. ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |