2025-06-12 17:34:48, 85 ნახვა
სამართალი/ მათე დევიძე - „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ - მაპატიეთ მეგობრებო
მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა, - ეს სიტყვები 21 წლის მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა და დარბაზიდან გავიდა. სხდომათა დარბაზის დატოვებისას კი ეს ფრაზა თქვა - "სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში". დევიძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმა რამდენჯერმე, ნერვიულობის გამო შეწყვიტა, დარბაზში მყოფების უმეტესობა კი ტიროდა. "თანამებრძოლებო - ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის შუა საუკუნეებთან ასოცირდებოდა... იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი, დღეს ალბათ, ბოლო დღეც იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ... იცით ყველამ, თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, (მაპატიეთ, ვნერვიულობ) რათა მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა, ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე, გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა",- განაცხადა დევიძემ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-12 20:55:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის 2025-06-12 19:33:57 უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა 2025-06-12 16:09:01 უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა 2025-06-12 10:10:12 უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყების შემდეგ 1 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა 2025-06-11 14:27:56 ანდრეი სიბიგა - რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას - დაუწესეთ მას სანქციები ახლავე ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |