07:35 - 14 Jun, 2025
2025-06-12 20:44:18, 73 ნახვა

მსოფლიო/
ABC News - მომდევნო დღეებში ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განიხილავს

ამერიკული ტელეარხი ABC News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომდევნო დღეებში ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს განიხილავს. 

მედიის ცნობით, წყაროებმა ზუსტად არ იციან, თუ რა როლი ექნება აშშ-ს ისრაელის ირანზე იერიშის დროს, თუმცა შესააძლებელია, რომ აშშ-მ სამხედრო ოპერაციისას ლოჯისტიკური როლი შეასრულოს და ისრაელს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიაროს, რომელიც ასეთი სახის იერიშებისთვის იქნება საჭირო. 

მანამდე, გამოცემა Washington Post წერდა, რომ ირანზე ისრაელის იერიშების შესაძლო მიტანის ფონზე, აშშ ერაყის საელჩოში პერსონალის შემცირებასთან ერთად, მთელ ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე საელჩოებში დამატებით ზომებსაც იღებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics