05:28 - 14 Jun, 2025
2025-06-12 22:05:24, 102 ნახვა

სამართალი/
პროკურატურა - სასამართლოზე პოსტ TV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმინობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე განოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “პოსტ TV” -ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიმ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორამციას პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია ,,პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი - მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტიურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics