07:45 - 14 Jun, 2025
2025-06-13 11:13:09, 63 ნახვა

მსოფლიო/
კირ სტარმერი ირანზე თავდასხმაზე - თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა

ამ დარტყმების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს.

სტარმერის თქმით, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება.

„ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან დეესკალაციის მიზნით. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics