2025-07-21 10:25:11, 203 ნახვა
კორონავირუსი/ უკრაინაში, ანტიკორუფციული ბიუროზე რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაციის მიზნით, სპეცოპერაცია მიმდინარეობს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა სპეციალურ ოპერაციას ატარებენ, რომლის მიზანი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროზე „რუსული გავლენის ნეიტრალიზაციაა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურსა და ანტიკორუფციული ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ჩხრეკა მიმდინარეობს. მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ დეტექტივებს ბრალი ედებათ ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან უკანონო ვაჭრობაში, ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციულ ქმედებებში და ა.შ. ერთ-ერთი დეტექტივი ასევე ეჭვმიტანილია რუსებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მეშვეობით. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა 80 ლოკაციაზე მიმდინარეობს. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-07-23 17:31:00 უკრაინის მთავარსარდალი ტრამპს რუსეთში ომის დაწყებაში დახმარებისკენ მოუწოდებს 2025-07-23 17:26:52 უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის ჩამორთმევამ შესაძლოა დასავლეთის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას. 2025-07-23 10:28:40 უკრაინამ როსტოვის ოლქში, ნოვოჩერკასკზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. ხანძარი გაჩნდა, სამი ადამიანი დაშავდა 2025-07-22 10:28:30 ზელენსკი- რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ოთხშაბათს არის დაგეგმილი 2025-07-22 10:24:43 რუსეთმა სუმისა და ოდესის საცხოვრებელ უბნები დაბომბა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
![]() |