2025-07-22 11:18:17, 10702 ნახვა
რეგიონი/ სტიქიაა სამცხე ჯავახეთში
ადიგენის სოფელ გომაროში, ძლიერი წვიმის შედეგად წამოსული ღვარცოფი ადგილობრივების ეზოებსა და სახლებში შევარდა. სტიქიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ლოდები ყრია ეზოებსა და ცენტრალურ გზაზე. ღვარცოფში მოჰყვა მიკროავტობუსი. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება. თემაზე სოფელ გომაროში ღვარცოფის შედეგად, ერთი სახლი დაიტბორა, ადგილზე მუშაობს სამაშველო ჯგუფი. მერის წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. რამდენიმე ოჯახი უსაფრთხოების მიზნით სახლებიდან გაიყვანეს. „ძლიერი წვიმის შედეგად, მთიდან წამოვიდა დიდი მდინარე და ხევში ქვა–ღორღი ჩამოიტანა. მერიამ გამოუშვა ტექნიკა და ვასუფთავებთ გზას. ერთ სახლში შევარდა ღვარცოფი. სამაშველო ჯგუფი მუშაობს, წყალი ამოტუმბეს უკვე. გზაც გაიხსნა. არავინ არ დაშვებულა. რამდენიმე ოჯახი ღამეს მეზობელთან გაათევს, რადგან არ ვიცით, შეიძლება სტიქია განმეორდეს, უსაფრთხოების მიზნით მოვიქეცით ასე“,– ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სოფელ გომაროში მერის წარმომადგენელი, ამირან მიქელაძე. ადგილობრივების განცხადებით, ძლიერი ღვარცოფის შედეგად, რამდენიმე ოჯახთან მისასვლელი გზა იყო ჩაკეტილი. „ქვა–ღორღი ჩამოიტანა, სოფლის ბოლოში, დასახლებული ადგილია, დაშვებული არავინაა. გზა იყო ჩაკეტილი სადაც ხუთი–ექვსი ოჯახი ცხოვრობს. ადგილზეა ტექნიკა მერიიდან და მუშაობენ“,– გვითხრეს ადგილობრივებმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |