17:21 - 03 Aug, 2025
2025-07-22 11:58:24, 2257 ნახვა

კულტურა/
შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
თიბისი კონცეპტის წარდგენით, 11-13 ივლისს, „ისთერნ პრომოუშენსის“ ორგანიზებით ბათუმში შავი ზღვის მე-18 ჯაზფესტივალი გაიმართა. სამ დღიანი დაუვიწყარი თავგადასავალი სტუმრებისთვის თბილისიდან ბათუმისკენ ჯაზმატარებლით მგზავრობით დაიწყო.
საუკეთესო განწყობის შესაქმნელად უკვე ტრადიციაა, რომ ფესტივალის სტუმრებს, თიბისი კონცეპტი, VISA და საქართველოს რკინიგზა კომფორტულ მგზავრობასთან ერთად გამორჩეულ შთაბეჭდილებას უქმნიან. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ - კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი. გემოვნებიან მუსიკას თან ახლდა გამაგრილებელი სასმელები, ლანჩი, ტკბილეული, სახალისო აქტივობები როგორიცაა „გამოიცანი მელოდია“, რომლის გამარჯვებულებიც დასაჩუქრდნენ თიბისი კონცეპტის პარტნიორი კომპანიებისგან - სენსი, ბიოლოჟიქი, ისი პარი, ოკტოპუსი, ყვარლის ტბა, მტევინო, Malongo და Extra.ge. ჯაზმატარებლის ყველა მგზავრს კი, თიბისი კონცეპტის საჩუქრებთან ერთად, PSP-მ თავის მოვლის განსაკუთრებული ნაკრები გადასცა.
ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, თიბისი კონცეპტმა თავის მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზებები დაახვედრა დასვენების, კვების ობიექტებსა და თავის მოვლის სფეროში. ფესტივალის დღეებში უამრავ ობიექტში, კაფე-რესტორნებში, სასტუმროებში, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში ქეშბექი და ფასდაკლება მოქმედებდა, რამაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა საზაფხულო თავგადასავალი ბათუმში, როგორც აქტიური, ისე მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის.  
წლევანდელმა ჯაზფესტივალმა ტრადიციულად მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებს უმასპინძლა და დაუვიწყარი ემოციები დატოვა ფესტივალის სტუმრებში. თიბისი კონცეპტმა, კი თავის მომხმარებლებს, საუკეთესო გამოცდილება შეუქმნა და ყოველი შეთავაზებით კიდევ უფრო კომფორტული და სახალისო გახადა მათი დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე.

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics