2025-07-24 23:45:51, 7762 ნახვა
სპორტი/ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე
ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს 19-წლამდე ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში იასპარეზებს. შეხვედრები 25 ივლისიდან 3 აგვისტომდე რუმინეთში, პიტეშტში გაიმართება. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრების მთავარი მიზანი, ტურნირზე სამეულში მოხვედრა და მომდევნო სეზონისთვის A დივიზიონში გადასვლაა. დასახული მიზნის მისაღწევად, ნაკრებმა გაიარა ინტენსიური, ერთთვიანი მომზადების ფაზა, რომელიც საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც მოიცავდა. B დივიზიონში ისინი შეხვდებიან ისეთ ძლიერ მეტოქეებს, როგორებიც არიან: რუმინეთი, დანია, უკრაინა, პორტუგალია და აზერბაიჯანი. ჯგუფურ ეტაპს საუკეთესო 2 გუნდი დაძლევს და მეოთხედფინალში გავა, დანარჩენები კი დარჩენილი ადგილებისთვის იბრძოლებენ. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს კალათბურთელებს U18-ის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |