2025-07-31 10:42:59, 7325 ნახვა
კულტურა/ ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება
ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი 2 აგვისტოს, ვალდო ვეზერსის დაუვიწყარი კონცერტით დაიხურება. სცენის რაინდად წოდებული მუსკალური მოგზაური საქართველოში თავის ევროპულ ბენდთან ერთად ჩამოდის და ეს კონცერტი იქნება ამერიკული და ევროპული ბლუზის საუცხოო სიმბიოზი; ასევე, შეასრულებენ ჯეიმს ბრაუნის ცნობილ ჰიტებს. სერ ვალდო ვეზერსი - ბლუზის შემსრულებელი და საქსოფონისტი. თავისი უნიკალურობით მან მთელი ევროპა დაიპყრო. ის გამორჩეულია, როგორც პირველი შავკანიანი ქანთრი საქსოფონისტი, რომელიც მუსიკით არღვევს კულტურულ და რასობრივ საზღვრებს. ვალდო ვეზერსი - ეს მხოლოდ მუსიკოსის სახელი არ არის - ესაა მთლიანი ეპოქის ხმა. არტისტი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნის ფანკის იმპერიაში 15 წელი გაატარა. 2008 წელს, ვეზერსს გერმანიაში მაინბრექსენის სასახლის რაინდის წოდება მიენიჭა. ასეთ არაჩვეულებრივ ნოტაზე დასრულდება წელს ლაგოდეხის მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით ტარდება და უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ფესტივალმა მსმენელს არაერთი დაუვიწყარი ემოცია აჩუქა - საოცარი მუსიკოსები, ბლუზი ლაგოდეხის უნიკალურ გარემოში და გრძნობა, რომ მუსიკა და თავისუფლება მართლაც აქ და ახლაა. ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით. ფესტივალი მომდევნო ზაფხულამდე გვემშვიდობება. მომავალ, უკვე მეათე შეხვედრამდე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |