2025-08-03 11:21:08, 7553 ნახვა
სპორტი/ საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს
იტალიური კლუბ „ემპოლის“ ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას უდინეზეში გააგრძელებს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, 21 წლის მცველს უკვე ელოდებიან ახალ კლუბში, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე „ემპოლის“ დატოვებს. განიხილებოდა „პარმა“ და „სასუოლო“, მაგრამ „უდინეზემ“ ყველა აჯობა. მხარეებმა დაახლოებით 4-4,5 მილიონი ევროს ოდენობის შეთანხმებას მიაღწიეს. თუ ბოლო მომენტში რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, „უდინეზე“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს მომავალ კვირას ოფიციალურად წარადგენს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |