2025-08-04 19:43:14, 7160 ნახვა
სპორტი/ საქართველო-თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ მატჩს საშინაო მოედანზე თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ბილეთების გაყიდვა მატჩამდე ერთი თვით ადრე დაიწყო და, როგორც მოსალოდნელი იყო, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. გაყიდვების დაწყებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა და, სავარაუდოდ, დინამო არენა სრულად გაივსება. საქართველო-თურქეთის მატჩი 4 სექტემბერს გაიმართება. 7 სექტემბერს საქართველო ბულგარეთს უმასპინძლებს. ამ მატჩის ბილეთების გაყიდვა 7 აგვისტოს დაიწყება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |