2025-08-05 11:35:56, 7209 ნახვა
სპორტი/ ფეხბურთელი ბედოშვილი აცხადებს, რომ ბედნიერია ნიჟნი ნოვგოროდში გადასვლის გამო - რუსულ პრემიერ ლიგაში ბევრ ქართველს უთამაშია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა, ვახო ბედოშვილმა, სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი რუსეთის კლუბთან — „პარი ნიჟნი ნოვგოროდთან“. თუმცა, როგორც გაირკვა, მას უკვე მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა ქართულ კლუბ FC ORBI-სთან. "მიხარია, რომ ნიჟნი ნოვგოროდთან კონტრაქტი გავაფორმე. აქ ბევრი ჩემი ნათესავი ცხოვრობს და ადაპტაცია უფრო მარტივი იქნება ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ კლუბში. რუსულ პრემიერ ლიგაში ბევრ ქართველს უთამაშია — ბოლო მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც აქ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და შემდეგ ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ფეხბურთში." - აცხადებს ვახო ბედოშვილი კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბედოშვილი ORBI-სთან კონტრაქტით იყო დაკავშირებული 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ახალგაზრდულ ევროზე გამოსვლის შემდეგ, კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერზე რამდენიმე ევროპული კლუბისგან ოფიციალური წინადადება ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთ მათგანთან როგორც ტრანსფერის, ისე შრომითი ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული იყო, ხელმოწერაც დაგეგმილი იყო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელი ORBI-ს თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ კლუბთან კავშირი აღარ ჰქონია. რამდენიმე დღის წინ ORBI-მ მიიღო შეტყობინება, რომ ბედოშვილმა ცალმხრივად გააუქმა შრომითი ხელშეკრულება და დარეგისტრირდა „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“. ORBI აცხადებს, რომ
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |