2025-08-23 11:10:48, 2624 ნახვა
სხვადასხვა/ 12 ოქტომბრიდან EU-ში შესვლა-გასვლის ახალი სისტემა პასპორტების დაშტამპვას ჩაანაცვლებს
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ პასპორტში შტამპების დასმის სისტემას ახალი სისტემა ჩაანაცვლებს, რომელიც ეფუძნება ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ. თითს ანაბეჭდებს, სახის გამოსახულებასა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციას. "შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით." - წერია პრესრელიზში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი EES სისტემის თანდათანობით დანერგვას ექვსი თვე დასჭირდება. პრესრელიზის მიხედვით, "სასაზღვრო ორგანოები თანდათანობით დაარეგისტრირებენ მონაცემებს მესამე ქვეყნების მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საზღვრებს კვეთენ. ამ პერიოდის ბოლოს შესვლა-გასვლის სისტემა (EES) სრულად იქნება დანერგილი ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე".
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |