2025-09-01 13:04:58, 2257 ნახვა
სამხედრო/ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა „მარტოხელა მებრძოლის“ კურსი გაიარეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების მონაწილეობით, „მარტოხელა მებრძოლის“ კურსი დასრულდა. კურსის გამოშვების ცერემონია მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე გაიმართა. მსმენელებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა. სიტყვით მიმართვისას, მან იუნკერებს სამხედრო და სამოქალაქო ცხოვრებაში წარმატებები უსურვა და ინსტრუქტორებს სწავლების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. კურსდამთავრებულებს - სერტიფიკატები, ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს იუნკერები სპეციალური ოპერაციების სარდლობის კაპელანმა, მამა იაკობმა დალოცა. წვრთნები 26 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის მიზანს ინდივიდუალურ დონეზე მებრძოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენდა, რაც მომავალ ოფიცრებს სხვადასხვა პირობებში თვითგადარჩენისა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებაში დაეხმარება. კურსის განმავლობაში მსმენელებმა საცეცხლე, ტაქტიკური, სამთო, აერომობილური, სამედიცინო, ტოპოგრაფიული მომზადება გაიარეს და თვითგადარჩენის, მდინარის გადალახვის, სამალავების მოწყობის პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელეს. წვრთნები 90 კილომეტრიანი ტაქტიკური მარშით დასრულდა. „მარტოხელა მებრძოლის“ პროგრამა 2022 წელს შეიქმნა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით, რომელშიც სპეციალური დანიშნულების სკოლისა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფის ინსტრუქტორები იყვნენ ჩართულები.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |