2025-09-05 11:06:34, 395 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა
4 სექტემბერს, Mutant Radio-ს სივრცეში ქართული მუსიკალური ბენდის, Kung Fu Junkie-ის ფირფიტის პრეზენტაცია გაიმართა. ფირფიტა პროექტ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოიცა. ალბომი სახელად „Dance or Die: Undersky Gnostic Pop“, 2 ფირფიტისგან შედგება და ბენდის 2007-2016 წლებში შექმნილ კომპოზიციებს აერთიანებს. Kung Fu Junkie მუსიკალური კოლექტივი იყო, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენად იქცა. ჩაფიქრებული როგორც პერფორმანს-პროექტი, თავდაპირველად Kung Fu Junkie აერთიანებდა ანდერგრაუნდ თეატრს, არაკომერციულ გართობასა და ცეკვას. კოლექტივი ექსპერიმენტებს პოპზე ორიენტირებულ ჩარჩოში სხვადასხვა ჟანრებსა და ჟღერადობებში აკეთებდა. სიმღერების ძირითადი ენა ინგლისური იყო - ისეთი ინგლისური, როგორიც პოსტსაბჭოთა სკოლებში შეგეძლო გესწავლა: მძიმე ქართულ აქცენტითა და მარტივი ლექსიკონით. მუსიკის მიღმა, კოლექტივი აქტიურად იყო ჩართული არტ-პრაქტიკებსა და სოციალურ აქტივიზმში, ხშირად აწყობდა კონცერტებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მხარდასაჭერად. 2016 წელს ჯგუფის კომპოზიტორის, თანადამფუძნებლისა და მუდმივი წევრის გრინჩის გარდაცვალების შემდეგ, კოლექტივმა ჩანაწერები და პერფორმანსები დაასრულა. საქართველოს ბანკი, საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ინიციატივების განხორციელებას კვლავ განაგრძობს. სწორედ ამიტომ, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უკვე გამოიცა ირაკლი ჩარკვიანის, მწვანე ოთახის და ნიკაკოის ფირფიტები, რომლებიც ქართული მუსიკალური სცენის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-12 11:16:47 დრონებით შეტევა იყო პეტერბურგის მახლობლად მდებარე საზღვაო პორტზე 2025-09-09 15:41:19 NYT: პუტინი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი ცდილობს მის დარწმუნებას მშვიდობის დამყარებაზე 2025-09-07 10:45:39 რუსმა ოკუპანტემა პალტავაში დნეპრეზე გადასასვლელი ხიდი დაბომბეს, შედეგად მატარებლების მიმოსვლა შეწყდა 2025-09-07 10:40:04 უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთმა უკრაინას დრონების რეკორდული რაოდენობით - 800-ზე მეტით შეუტია 2025-09-07 09:23:50 პუტინის რეჟიმმა უკრაინის მთავრობის სასახლე დაბომბა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
შსს ორ მოძალადე ტიტუშკას ათავისუფლებს დაკავებულ სტუდენტ გოგოს საპროცესო გარიგებას თავაზობს
დღის თემა
![]() ეუთოს 37 ქვეყანა მოუწოდებს ოცნებას დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უსამართლოდ დაკავებული
მთავარი თემა
![]() |