2025-09-05 19:48:48, 397 ნახვა
ეკონომიკა/ თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი
ნებისმიერი ანტრეპრენერი კომპანიას ერთი დიდი იდეის გარშემო ქმნის. თუმცა, ყოველდღიურ რუტინაში ბიზნესლიდერები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოპერაციო საკითხებს, ვიდრე სტრატეგიულ მიზნებსა და იდეებს. თიბისიში კარგად ესმით, რომ ბიუროკრატია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, ბანკმა ბიზნესებს ახალი, დისტანციური სერვისი შესთავაზა სახელფასო პროექტში ჩართვა და თანამშრომლებისთვის ბარათების გახსნა ახლა პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი და ამისათვის, ფილიალში ვიზიტი აღარ დაგჭირდებათ. “ბიზნესების დრო ძალიან ღირებულია და ღირებულება ბიუროკრატიაში არ უნდა დაიკარგოს,”-ამბობს თეო აბულაძე, თიბისის სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდის ლიდერი და აქამდე არსებულ პრაქტიკას გვიხსნის. სახელფასო პროექტის გასაფორმებლად კომპანიის დირექტორი მიდიოდა ბანკის ფილიალში და დოკუმენტებზე აწერდა ხელს. ახალი სერვისის საშუალებით, ყველა ამ ეტაპის გავლა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი.
„ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებს და ვცდილობთ, მათზე მორგებული კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ახალი სერვისი ორგანიზაციას დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტვიებს“, - ამბობს თეო აბულაძე. სახელფასო ბარათებზე თიბისის გამორჩეული და განსხვავებული პირობები, ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. თუ ონლაინ პროცესებს ფიზიკურ სივრცეში სტუმრობას ამჯობინებთ, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია. სიახლის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თიბისის ცხელ ხაზზე, ან ფილიალში სტუმრობისას მიიღებთ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-09-12 11:16:47 დრონებით შეტევა იყო პეტერბურგის მახლობლად მდებარე საზღვაო პორტზე 2025-09-09 15:41:19 NYT: პუტინი უკრაინაზე თავდასხმებს აძლიერებს ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი ცდილობს მის დარწმუნებას მშვიდობის დამყარებაზე 2025-09-07 10:45:39 რუსმა ოკუპანტემა პალტავაში დნეპრეზე გადასასვლელი ხიდი დაბომბეს, შედეგად მატარებლების მიმოსვლა შეწყდა 2025-09-07 10:40:04 უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსეთმა უკრაინას დრონების რეკორდული რაოდენობით - 800-ზე მეტით შეუტია 2025-09-07 09:23:50 პუტინის რეჟიმმა უკრაინის მთავრობის სასახლე დაბომბა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
შსს ორ მოძალადე ტიტუშკას ათავისუფლებს დაკავებულ სტუდენტ გოგოს საპროცესო გარიგებას თავაზობს
დღის თემა
![]() ეუთოს 37 ქვეყანა მოუწოდებს ოცნებას დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უსამართლოდ დაკავებული
მთავარი თემა
![]() |