2025-09-08 09:55:07, 1878 ნახვა
სხვადასხვა/ უკრაინის ომის მონაწილე ქართველი, სომხეთში დააკავეს, მას რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება
უკრაინის ომის მონაწილე ქართველი, გიორგი კინოიანი სომხეთში დააკავეს, მას რუსეთში ექსტრადაცია ემუქრება. გიორგი კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადაციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს. დააკმაყოფილებს თუ არა რუსეთის მოთხოვნას და გადასცემს თუ არა ოკუპანტ სახელმწიფოს ქართველ მებრძოლს, სომხეთის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |