2025-09-08 17:23:22, 4170 ნახვა
სამხედრო/ ფიჩორის რუსული სამხედრო ბაზა — პირდაპირი საფრთხე საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) წლებია დე ფაქტო აფხაზეთში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციური ძალების ყოფნით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, დე ფაქტო აფხაზეთში არსებული რუსეთის საოკუპაციო ბაზები კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეს. ამ ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მტკიცე და კოორდინირებული პოზიციის არსებობა. აფხაზეთის მხარეს, რუსეთის სამხედროს ძალების უახლოესი განლაგება გალის რ-ის სოფელ ფიჩორშია, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარეობს. წლების განმავლობაში, ეს სამხედრო ობიექტი რუსეთის შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად ელემენტად იქცა. 2017 წლის მაისში, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების მიერ, ფიჩორში გერმანიის მოქალაქის უკანონო დაკავებამ, ცხადად წარმოაჩინა რომ სწორედ რუსეთი აკონტროლებს ე.წ. დე ფაქტო საზღვარს. სოფ. ფიჩორში ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურების შესახებ 2009 წლიდან ვრცელდება. არსებული ობიექტი, ოჩამჩირის რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტის დამხმარე ფუნქციას ასრულებს. სოფელ ფიჩორში, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებადი ანაკლიიდან სულ რაღაც ოთხი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რუსული სამხედრო ობიექტის არსებობა, საქართველოსა და მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის პირდაპირ საფრთხედ უნდა შეფასდეს. საქართველოს მხრიდან რუსეთის სამხედრო ძალების აფხაზეთში განლაგების შესახებ განცხადებები 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა, რა დროსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ეს მოქმედება „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციად“ შეაფასა. 2025 წლის დასაწყისიდან, რუსეთმა რეგიონში საოკუპაციო პოლიტიკა კიდევ უფრო გაააქტიურა, რასაც ოფიციალური მოსკოვის მხრიდან დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების კერძო საკუთრების შეძენისა წახალისება მოჰყვა. 2025 წლის მაისში, რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთში განლაგებულ მე-7 სამხედრო ბაზის საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდიდა. აქვე აფხაზეთი მოიხსენიეს, როგორც „სანდო მოკავშირე,“ რომელიც რუსეთთან ერთად საერთო თავდაცვის სივრცის შესაქმნელად მუშაობს. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში, ოჩამჩირის სიახლოვეს შავი ზღვის ფლოტისთვის რუსეთის საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განლაგდებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საპასუხოდ, უკრაინამ რუსეთის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებს დრონებით შეუტია. ამ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა ფიჩორში მდებარე რუსული სამხედრო ობიექტი, რასაც რუსული საოკუპაციო ძალების გააქტიურება მოჰყვა. ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გააქტიურდა სოფლის მიმართულებით რუსი საინჟინრო ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის მასშტაბური მობილიზება. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია ფიჩორში ელექტრონული საბრძოლო სისტემების განლაგებაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს რუსეთის თავდაცვის სისტემაში ფიჩორის სამხედრო ობიექტის გააქტიურებას. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მოქმედებები გუდაუთასა და ოჩამჩირეში არსებული ძირითადი რუსული სამხედრო ბაზების დაცვას ემსახურება. წლების განმავლობაში, დე ფაქტო აფხაზეთის რუსული მილიტარიზაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. რაც თავისთავად საფრთხის შემცველია შავი ზღვის რეგიონისთვის. არსებული საფრთხე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის წარმოების ფონზე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |