2025-09-09 19:23:32, 1710 ნახვა
სხვადასხვა/ აშშ-მ ჩინეთის, რუსეთის და ირანის დეზინფორმაციის აღკვეთის მემორანდუმი დატოვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ქვეყნებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ წყვეტს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა, გამოევლინა და გამოეაშკარავებინა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, - ინფორმაციას The Financial Times-ი სამ ევროპულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მემორანდუმებს ხელი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოეწერა და წარმოადგენდა იმ ინიციატივის ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტო, გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ხელმძღვანელობდა. ჯეიმს რუბინმა, რომელიც ცენტრს 2024 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, მემორანდუმების შეწყვეტას რუსეთთან და ჩინეთთან საინფორმაციო ომში „განიარაღების ცალმხრივი აქტი“ უწოდა. მისი თქმით, ამ დოკუმენტებს ევროპისა და აფრიკის დაახლოებით 22 ქვეყანამ მოაწერა ხელი. გლობალური ჩართულობის ცენტრი 2011 წელს შეიქმნა ინტერნეტში ტერორისტული პროპაგანდისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოგვიანებით მისი მისია გაფართოვდა და საზღვარგარეთ დეზინფორმაციული კამპანიების თვალყურის დევნება და გამოვლენა დაემატა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |