07:49 - 12 Oct, 2025
2025-09-10 21:33:45, 1706 ნახვა

სხვადასხვა/
Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა

„Bloomberg“-ის ცნობით, „Oracle“-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი პირველად გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი და გაუსწრო ილონ მასკს, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ამ სიის სათავეში.

81 წლის ელისონმა ნიუ-იორკის დროით დილის 10:10 საათისთვის 101 მილიარდი დოლარი მოიმატა მას შემდეგ, რაც „Oracle Corp.“-მა გამოაქვეყნა კვარტალური შემოსავლების ანგარიში, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა და კორპორაციის შემდგომი ზრდის პერსპექტივებზე მიუთითა.

„Bloomberg Billionaires Index“-ის მონაცემებით, ელისონის წმინდა ქონებამ 393 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს იყო ინდექსის ისტორიაში სიმდიდრის ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა.

ილონ მასკის წმინდა ქონება ამჟამად „მხოლოდ“ 385 მილიარდ დოლარს შეადგენს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics