03:53 - 13 Sep, 2025
2025-09-11 19:16:58, 73 ნახვა

ეკონომიკა/
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსით უკვე 60 000-მდე ადამიანმა ისარგებლა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განათლების ხელშეწყობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მუდმივად განახლებადი საგნამანთლებლო პლატფორმა Businesscourse.ge უკვე 60 000-მდე ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობად იქცა.

Businesscourse.ge ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს სთავაზობს, რომლებიც მენეჯმენტს, ფინანსებს, მარკეტინგს, ტექნოლოგიებს, ლიდერობასა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. პლატფორმაზე განთავსებული ლექციები ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროსა და ადგილას ხელმისაწვდომია. თითოეული კურსის ავტორი სხვადასხვა სფეროს ქართველი ექსპერტია, შესაბამისად, ლექციები თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და ადგილობრივ კონტექსტს ითვალისწინებს. ეს კი კურსებზე რეგისტრირებულ ადამიანებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ცოდნა საკუთარ საქმიანობაში, პრაქტიკაში გამოიყენონ და ბიზნესი უკეთ მართონ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათიათასობით ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, რათა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს გქონდეს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

საქართველოს ბანკიროგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტიაქტიურად უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობასაღსანიშნავიარომ ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენსბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობასრომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსებიინდივიდუალური პროგრამებიშეთავაზებებისექტორული ანალიზები და სხვა.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics