07:46 - 12 Oct, 2025
2025-09-13 10:22:59, 3373 ნახვა

სხვადასხვა/
თაობა Z რევოლუცია ნეპალში - დემონსტრანტებმა ახალი პრემიერი ChatGPT-ის დახმარებით შეარჩიეს

ნეპალის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სუშილა კარკი. ის პირველი ქალია, ვინც ნეპალის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. კარკი დაინიშნა კონსულტაციების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, სამხედროები და საპროტესტო მოძრაობა „თაობა Z“.

ამასთან ნეპალში დემონსტრანტები ახალ ლიდერებს ChatGPT-ის დახმარებით ირჩევენ.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ სერვერზე 100,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. იქ მათ ChatGPT-ს სთხოვეს შეედგინა კანდიდატების სია და გაეანალიზებინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ხელოვნურმა ინტელექტმა გამოარჩია ოთხი კანდიდატი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სუშილა კარკის, უზენაესი სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლითაა ცნობილი. შედეგად, სწორედ ის გახდა დროებითი პრემიერ-მინისტრი და ქვეყანას 2026 წლის 5 მარტამდე, არჩევნების ჩათვლით, უხელმძღვანელებს.

საპროტესტო გამოსვლების უშუალო მიზეზი იყო მთავრობის მიერ ქვეყანაში სოციალური ქსელებისა და მესენჯერების უმეტესობის აკრძალვა. სისხლიანი შეტაკებების შემდეგ აკრძალვა მოიხსნა, თუმცა პროტესტი გაგრძელდა - უკვე კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. მომიტინგეები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს მათ, რამდენიმე მინისტრს სცემეს, ზოგი ქვეყნიდან გაიქცა. პრემიერ-მინისტრმა შარმა ოლიმ თანამდებობა დატოვა. არმიამ წესრიგი აღადგინა, რითაც უზრუნველყო პრეზიდენტსა და მომიტინგეებს შორის დიალოგი.

სააგენტოების ცნობით, ნეპალი თანდათან უბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, კატმანდუში მაღაზიები გაიხსნა, ქუჩებში მიმდინარეობს ბარიკადების დემონტაჟი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics