2025-09-27 10:53:45, 1499 ნახვა
სამხედრო/ ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა წვევამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადების გავლა დაიწყეს
ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვის ვადით გაწვეული პირების საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) დაიწყო. თბილისისა და კახეთის რეგიონის მასშტაბით, ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით დაასრულეს და ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრსა და ვაზიანში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებულ ცენტრში (CTC) საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან. საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში განთავსებამდე წვევამდელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების დიდუბისა და სამგორის რაიონების განყოფილებებში შეიკრიბნენ, სადაც ინსტრუქტაჟის მიღებისა და ოჯახის წევრებთან დამშვიდობების შესაძლებლობა ჰქონდათ. წვევამდელებს, რვა კვირის განმავლობაში სამწყობრო, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება ჩაუტარდებათ და კავშირგაბმულობასა და ტოპოგრაფიაში მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან. ცენტრის სერჟანტ-ინსტრუქტორები მათ სადისციპლინო წესდებების გაცნობასა და ფიზიკური მომზადების პროცესშიც დაეხმარებიან. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, წვევამდელები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. რვა თვის ვადით გაწვეული პირები სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები დანამატის სახით, ყოველთვიურად 30%-ით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |