2025-10-01 11:55:18, 2110 ნახვა
სპორტი/ სამხრეთამერიკული თავგადასავალი
14-24 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში იმოგზაუროთ, სადაც ნამდვილი სამხრეთამერიკული თავგადასავლის მონაწილე გახდებით. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ამ ტურზე განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ. ათდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას. ექსკურსიებთან ერთად, მოეწყობა ველოტური ბუენოს-აირესში და „ასადოს“ კულტურული საღამო. ტურის მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“ სტადიონებს. სურვილის შემთხვევაში კი, ქვედა ლიგის სტადიონის ან ფეხბურთის მუზეუმის დათვალიერებაც არის შესაძლებელი. ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება - ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე. სამხრეთამერიკული თავგადასავლის მასპინძელი Setanta Sports-ია. ტურის განრიგი (14-24 ნოემბერი):
მატჩები ბუენოს აირესი:
მატჩები რიო-დე-ჟანეირო:
ეს არის შანსი, საფეხბურთო სამყაროს შუაგულში ამოყოთ თავი და პირადად გახდეთ მონაწილე იმ ისტორიების, რომლებსაც აქამდე ეკრანიდან თუ მიადევნებდით თვალს. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, ტურის შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მოგზაურობის დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს - 032 2 27 27 99.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |