07:49 - 12 Oct, 2025
2025-10-06 17:43:09, 324 ნახვა

საზოგადოება/
BOG-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-14 ნაკადზე მიღება დაიწყო (რ)

საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად, პროგრამის მე-14 ნაკადის მიღება გამოცხადდა. მონაწილეები ინტენსიურ ვორკშოპებს 15-17 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო Pullman-ში გაივლიან.

პროგრამა ინოვაციური იდეების მქონე ქალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ყველა ეტაპზე 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ძირითად ღირებულებას – ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ეფუძნება.

ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის ექსპერტისგან მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ფინანსების მართვა;
  • ციფრული მარკეტინგი;
  • გაყიდვების სტრატეგიები;
  • ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა.

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ქალ მეწარმეებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა გავუმარტივოთ. გვჯერა, რომ პროგრამის მონაწილეები საკუთარი ბიზნეს იდეების რეალიზებას ან უკვე არსებული საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეძლებენ. ინტენსიურ ვორკშოპებზე ისინი გაეცნობიან ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის საჭირო ინფორმაციას, გაიცნობენ თანამოაზრეებს და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რეკომენდაციებს მიიღებენ. მოხარული ვართ, რომ პროგრამის მიმართ ინტერესი იმატებს და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასობით მეწარმე ქალს საკუთარი საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics