07:49 - 12 Oct, 2025
2025-10-07 14:01:49, 268 ნახვა

კომენტარი/
მანჯგალაძე: თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მშვიდობიანი ცვლილების გარდა, სხვა მიზანი არ მაქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება გააკეთა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ.  სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.

“მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვიდგას. არცერთ ნაწილში არ ვეთანხმები ბრალს. მე კონსტიტუციონალისტი ვარ, ვიცი რა ფარგლებში ვმოქმედებდი და ვმოქმედებ. ძალაუფლება არის უზურპირებული და აუცილებელია მშვიდობიანი ცვლილება. ამაზე მეტი არაფერი მითქვამს და არ ვამბობ.

ეს ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ზოგთან ერთად ვსწავლობდი, ზოგთან ერთად პარლამენტში ვიჯექი. ძალიან კარგად მიცნობენ. გარდა მშვიდობიანობისა, სხვა მიზანი არ მქონია. მე არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც სადღაც იმალება და ჩირგვებში მირბის. არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს მიღმა. არავინ დაიჯერებს იმას, რასაც ამბობენ, ვინც გვიცნობს. ვინც არ გვიცნობს, ვეტყვი, არცერთი ადამიანი არ გამოსულა პირადი და თანამდებობრივი მიზნებით.

გგონიათ არ ვიცოდით, რომ პატარა გოგო-ბიჭები, დროშაშემოხვეულები რომ მოდიან, სპეცრაზმს ვერ მოერევიან? სურათის გადაღების გარდა, ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებდა, ორგანიზებული ჯგუფიო. სურათი ვისაც აქვს ბატონ პაატასთან გადაღებული, ყველას თუ დაიჭერთ…

ხშირადაა ისტორია დამარცხებული გმირების ისტორია. მაგრამ არავინ გაბედოს ამ ადამიანებზე მოღალატეების წოდება. გაიგოს ჩვენმა ხალხმა სიმართლის ხმა. „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველაფრის უფლება. სხვას არავის არაფრის. ჩვენ რატომ ვმარცხდებით? ქრისტიანულ საწყისებზე გაზრდილი. ჩვენ ზიზღი არ გვმართავს. მოწინააღმდეგე ყველაფერზე წამსვლელია. ჩვენი მოტივაცია არ არის განადგურება. მოტივაცია არის, ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. კონსტიტუცია ხალხით იწყება. აქციაზე ათი ათასობით მოქალაქე იყო. არ აქვთ უფლება, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და ამ ქვეყნის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში იღებდნენ მონაწილეობას? ამოჭრით ამ ხალხს?

გგონიათ ვინმე ლიდერმა გამოიყვანა ეს ხალხი? სამშობლოს სიყვარულმა გამოიყვანა.

ყოველთვის ვამბობ და ვიმეორებ, მხარს ვუჭერ აქციას, არ ვარ ორგანიზატორი. არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, არავინ არსად გავრბივართ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics