07:48 - 12 Oct, 2025
2025-10-08 14:59:05, 137 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პარლამენტის სპიკერმა 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები "მოღალატეებად" გამოაცხადა

ოცნების პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა  4 ოქტომბერს აქციის მონაწილეები "მოღალატეებად" გამოაცხადა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე "პირველი არხის" ეთერში ირწმუნებოდა, რომ 4 ოქტომბერს "რამდენიმე ათასი ადამიანისგან სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი შედგა". 

მმართველი პარტიის ლიდერი, აღნოშნავს, რომ პროტესტში მყოფი ადამიანები ქუჩაში "ქვეყნის სამტროდ გამოდიან".

"ახლა თავი რომ უნდათ მოისულელონ ზოგიერთმა მოფარფატე აქტივისტმა, თითქოს არაფერი იცოდნენ, ყველამ ყველაფერი იცოდა, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად. გულისხმობ იმ რამდენიმე ათას ადამიანს, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, იმ ჩვენს თანამოქალაქეებს. არა სცენაზე მყოფ ლიდერებს და არა პოლიტიკოსებს, მათ შორის, არა „ენჯეოს“ ხელმძღვანელებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც იქ მივიდნენ ოთხში, 16:00 საათზე. ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და იქ შედგა სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი ამ რამდენიმე ათასი ადამიანისგან", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "პირველი არხის" ეთერში.

პაპუაშვილმა აქციის მონაწილეები "ემოციურად დაზიანებულებად" მოიხსენია: 

"ეს ის ხალხია, ნენსი ვოლანდები, ნანა ნანუ სანდერები და "პოკემონის" ფორმაში გამოწყობილი ზრდასრული ადამიანი რომ არის, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ქვეყანაზე გაბოროტებული არიან. ხომ ვხედავთ, რა სახეებია, ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც პერიოდულად გამოდიან ქვეყნის სამტროდ. თქვას თითოეულმა მათგანმა, იდგნენ, თუ არა 2022-ში რუსთაველზე და ითხოვდნენ თუ არა მეომრების გაგზავნას. ეს ის ხალხია, ერთი და იგივე ჯგუფი, რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც ასეთ პერიოდულად, რაღაც გამწვავებებით გამოდის, ხან "პოკემონის", ხან "სპანჩბობის" ფორმაში, რომელიც ახლა ვნახეთ, კვამლში რომ დარბოდა. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად აქვთ ემოციური პრობლემები და ამ თავის ემოციურ დაზიანებას აფრქვევენ საზოგადოებაზე. დღესაც ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, რომ ხან ავტობუსს მივარდნენ, ხან მანქანას, ხან რომელ მოქალაქეს და ხან რას. ასე, რამდენიმე რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელიც რუსთაველზე არის და რამდენიმე ათასს, რომელიც შეიძლება, შეკრიბონ ხოლმე ასეთ ღონისძიებებზე, უნდა უყუროს ოთხმა მილიონმა ადამიანმა", - განაცხადა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics