07:46 - 12 Oct, 2025
2025-10-09 11:31:47, 150 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვას მოსწონს 4 ოქტომბრის არჩევნები და აცხადებს, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში "დასავლელი მოთამაშეების ჩარევა" შემაშფოთებელია.

4 ოქტომბრის აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

ზახაროვა იმეორებს ქართული ოცნების ნარატივს, თითქოს მათ დამხობას დასავლეთის დახმარებითა და მითითებებით ცდილობდნენ. ზახაროვას თქმით, საქართველოს საშინაო საქმეებში "დასავლელი მოთამაშეების ჩარევა" შემაშფოთებელია.

"სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში ცნობილი დასავლელი "მოთამაშეების" ჩარევა. "სახელმწიფოების" თქმა, გულწრფელად რომ ვთქვა, მთლად სწორი არაა - "მოთამაშეები". 

"ხაზს ვუსვამთ, რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ როგორც გლობალური სამხრეთიდან, ისე დასავლური სახელმწიფოებიდან, დაადასტურეს ხმის მიცემის გამართულობა და პროფესიონალურობა. მომყავს შეფასებები, რომლებიც არა ჩვენი, არამედ დამკვირვებლებისაა, რომლებიც ამ არჩევნებზე მუშაობდნენ. მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტული იყო." - თქვა ზახაროვამ.

ევროკავშირელებისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში გასამართლებულ უკრაინის მოქალაქე მ. სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, პირდაპირ გააკეთა კანონიერი ხელისუფლების გადაგდების მოწოდება. 

ამ წლის 4 ოქტომბრის საღამოს თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ოფიციალურ შენობაზე შტურმი სცადეს. გამოიყენეს ყველა ძველი "შაბლონი", რომელთა გამომუშავებაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში აქტიურად მიმდინარეობდა." - თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics