07:50 - 12 Oct, 2025
2025-10-09 18:58:06, 102 ნახვა

სამართალი/
ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე შინჯიკაშვილის მამას 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამას TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით, 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლოზე გირაოს შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა.

შინჯიკაშვილის მამას პროკურატურამ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მასზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდება 8 ოქტომბერს წარუდგინა

გამოძიების ცნობით, 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონი წაართვა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics