2025-10-09 19:03:35, 121 ნახვა
სამართალი/
პოეტ ზვიად რატიანს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ პოეტს, ზვიად რატიანს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლის განმარტებით, სასჯელმა მიზანი უნდა შეასრულოს, ამიტომ ჯარიმა „არაპროპორციული იქნებოდა“.
შეგახენებთ, რომ ზვიად რატიანი 23 ივნისს დააკავეს. მას პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილზე თავდასხმას ედავებოდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,