07:50 - 12 Oct, 2025
2025-10-10 11:17:16, 96 ნახვა

პოლიტიკა
პარტია ახალი - შსს-ს ყოველდღიური ბრიფინგები მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად

პარტია ახალის განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა შორის მათი გუნდის 3 წევრიცაა - გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია. 

პარტიის შეფასებით, შსს-ს ყოველდღიური ბრიფინგები მოსახლეობის დაშინებას ისახავს მიზნად, ამიტომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო პროტესტის გაძლიერება და რუსთაველის აქციები. 

“ივანიშვილის რეჟიმმა გააძლიერა პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ. შედეგად, ქვეყანაში გვყავს ახალი პოლიტიკური პატიმრები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაკავებულია 45 ადამიანი, მათ შორის ქალები, 70-ს გადაცილებული და მძიმე დაავადების მქონე ადამიანები. უკანონოდ დაკავებულებს შორის არიან ჩვენი გუნდის წევრებიც: გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია. 

შსს-ს ქმედებები, ყოველდღიური ბრიფინგები და დაკავების მეთოდები ემსახურება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის დაშინებასა და ამ გზით მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას. 

დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ჩვენი სამართლიანი პროტესტის გაძლიერება და გაფართოება. ამიტომ, ყოველ დღე ჯიუტად რუსთაველზე! 

ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” - წერს პარტია ახალი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics