07:50 - 12 Oct, 2025
2025-10-10 12:26:55, 134 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პარლამენტის სპიკერი დაკავებულებზე - დამნაშავეებსაც პროფესია აქვთ, მათ შორის ქურდსაც და სახელმწიფოს დამამხობელსაც.

ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა, აიღებ და რასაც გინდა, არა, – ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დამნაშავეებსაც პროფესია აქვთ, მათ შორის ქურდსაც და სახელმწიფოს დამამხობელსაც.

„შედარება მამუკა ხაზარაძის მორალთან შეიძლება, რომელსაც უნდოდა, რომ ანაკლიის პორტი სულ მოგებაში ყოფილიყო. გახსოვთ, ბიუჯეტიდან გარანტიას ითხოვდა, რომ პორტს მოგება თუ არ ექნებოდა, მოქალაქეებს ბიუჯეტიდან უნდა დაგვემატებინა ფული. ისეთი ბიზნესმოდელი უნდოდა, რომლის წაგებაც გამორიცხულია. მათი რეაქციები ზუსტად ასე ჩანს – სახელმწიფო გადატრიალებისას მოგებულები მხოლოდ ისინი უნდა ყოფილიყვნენ. ვინც სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდის, უნდა აცნობიერებდეს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას და ჩავარდნილ ხელისუფლების დამხობას პასუხისმგებლობა მოჰყვება. მამუკა ხაზარაძის მორალი არც ანაკლიაში გავიდა და ქვეყნის დამამხობელთა მორალი, რომ თითქოდ, მხოლოდ ერთი შედეგის იმედი ჰქონდათ, არ გავა. გათვლა, რომ მხოლოდ მოგებულები დარჩებოდნენ, არასწორია. შესაბამის პასუხისმგებლობასაც იღებენ. ვინც ბედავს და სიმამაცეს იჩენს, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ და სხვებს მიუთითებდნენ, იქ შესულიყვნენ, თუ იმის სითამამე ჰქონდათ, კანონი დაერღვიათ, ამაზე პასუხისმგებლობა მიიღონ.

ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა, აიღებ და რასაც გინდა, არა. როცა ადამიანებს ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და რაღაც ნაბიჯზე მიდიან, კეთილი უნდა ინებონ და იმის სითამამეც ჰქონდეთ, პასუხისმგებლობა აიღონ. რაც შეეხება პროფესიას, ყველას რაღაც პროფესია აქვს. დამნაშავეებსაც თავიანთი პროფესია აქვთ – ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია და იმის გარჩევა ვერ მოხდება, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და დასაქმებული არ დავიჭიროთ. ეს რა მორალია, გაუგებარია. ცხადია, რომ ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა. მოწოდება იყო ხელისუფლების დამხობისკენ. პირდაპირ ეთერში ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთმა პარტიულმა ტელევიზიამ სახეები დამალა, რომ მათი სახეები მაყურებელს არ ენახა. რატომ? ხელს აფარებენ დამნაშავეებს?  – ვინც დანაშაული ჩაიდინა, სამართალდამცავების ვალდებულებაა, ისინი მოიძიონ და შესაბამისს პასუხისგებაში მისცენ. თუ იმის სითამამე ეყოთ, რომ 4-ში, 4-ზე ქვეყნის დამხობაზე წასულიყვნენ, ახლა იმის სითამამე ეყოთ, რომ ის სასჯელი მიიღონ, რაც ქვეყნის წარუმატებელ დამამხობლებს ეკისრებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics