05:23 - 12 Oct, 2025
2025-10-10 12:57:13, 137 ნახვა

ეკონომიკა/
საქსტატის მტკიცებით, შარშან მედიანური ხელფასი 1332 ლარი იყო

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 7.6%-ით 1332 ლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32%-ით ნაკლებია.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 128 ლარი;
  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 069 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 983 ლარი;
  • მშენებლობა - 1 943 ლარი;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 919 ლარი.

 

2024 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.

რას ნიშნავს და როგორ ითვლიან მედიანურ ხელფასს?

დათვლის მეთოდოლოგია: საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.

განსხვავება მეთოდებს შორის ის არის, რომ საშუალო მაჩვენებელზე მცირე რაოდენობის მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და დიდია ალბათობა მედიანური ხელფასის გამოთვლისას მიღებული შედეგთან სხვაობა იყოს. მედიანური დაანგარიშების დროს უკიდურესი წევრები ანუ ყველაზე მაღალი ხელფასისა და დაბალი ხელფასი მქონე პირები გამოირიცხება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics