2025-10-10 15:22:33, 111 ნახვა
სამართალი/ პროკურატურა ამტკიცებს, რომ ღობის საქმეზე ადვოკატებს არ წარმოუდგენიათ დაკავებულების ოჯახის წევრების მძიმე დმგომარეობაზე ინფორმაცია
პროკურატურის განცხადებით, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია 4 ოქტომბრის ღობის საქმეზე დაკავებულთა ნაწილზე და მათი ოჯახის წევრების დაავადებებზე გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. „ორი დღეა, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ნაწილზე, რომ მათ ან მათ მცირეწლოვან შვილებს აქვთ მძიმე დაავადებები და რომ თითქოს აღნიშნულ გარემოებას ბრალდების მხარე ყურადღებასაც კი არ აქცევს. მსგავსი ინფორმაციები კამპანიურად ვრცელდება, მაგალითად, ალექსანდრე გოგოლაძეზე, გიორგი ჩახუნაშვილზე, მათ შორის მის ასაკზე მითითებით და ა. შ. ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ინფორმაციას ხსენებული მძიმე დაავადებების შესახებ. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს, ნაცვლად ინფორმაციების კამპანიურად გავრცელებაში ჩართულობისა, პარალელურად მაინც წარმოადგინონ გავრცელებული ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის შეფარდების მიზანშეწონილობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციები ემსახურება მხოლოდ სუბიექტურ პიარულ მიზნებს და არა ბრალდებულების ინტერესებს —განსაკუთრებულ შემთხვევაში შეეფარდოთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება“,
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-10-11 09:21:21 ყირიმის უდიდესი ნავთობტერმინალი დრონებით თავდასხმის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში იწვის. 2025-10-10 09:33:37 კიევში რუსეთის თავდასხმამ მრავალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა. 2025-10-07 09:51:25 უკრაინის სუმისა და პოლტავას დრონების თავდასხმების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება 2025-10-06 20:46:47 უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე მსხვილ სამხედრო ქარხანაზე დარტყმა გამოაცხადა. 2025-10-06 09:59:45 ლვოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის დროს დასავლეთ უკრაინის თავზე სამი ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი შენიშნეს. ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
![]() |